saqarTvelos qedebi - leCqisseri
ისტორიული სახელწოდება: გადრეკილის ქედი.
მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება, მდინარეების კვირისწყლისა და საშუალის (მდინარე გუბაზოულის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფი. აგებულია შუაეოცენური ასაკის სქელშრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით. ქედის უმაღლესი წერტილია მწვერვალი გადრეკილი (2505 მ). კალთები შემოსილია წიფლნარმუქწიწვიანი ტყეებით, თხემი და მწვერვალები - სუბალპური მდელოებით.